ეს არის ფსკერი, პოლიტიკური სიშტერე, – ასე შეაფასა პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პენიტენციური სამსახურის თანამსრომლის საცხოვრებელ სახლთან დატოვებული შეურაცხმყოფელი წარწერები და გამოკრული პლაკატები.
როგორც დოლიძემ “კვირას” განუცხადა, წითელი ხაზებს როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე “ქართული ოცნება” ხშირად კვეთს.
“უთანასწორო სიტუაციაში ბრძოლისას იმარჯვებ იმ შემთხვევაში, თუ მორალურად ოპონენტზე მაღლა დგახარ. ყველაფერი უნდა გააკეთონ იმ მხარეებმა, რომლებიც არიან ჩაბმულები ამ არასწორ საქმეში – ორპოლუსიანობაში, რომ უკეთესები გამოჩნდნენ ვიდრე მათი ოპონენტები. სამწუხაროდ ორივე მხარე დღეს ერთმანეთს იმსახხურებს. ასეთ სიტუაცია რომ არის, იმიტომაა რომ ხალხს არ მოსწონს ეს ბრძოლა. როდესაც გამოქვეყნდა შიშველი სააკაშვილის კადრები – დაიგმო, როდესაც გამოვიდა უგულავა და თანამშრომლის ოჯახს მიმართა – ესეც დაიგმო.
რაც მოხდა ეს არის ფსკერი. პოლიტიკური სიშტერე. არსებობს წითელი ხაზები, რაც არ უნდა გადაკვეთო. ეს ეხება ორივე მხარეს.
თუ ეს ყველაფერი გადაიზარდა წესების გარეშე ბრძოლაში, მაშინ ხალხი აღარავის უქომაგებს და აღარ დაინტერესდება იმ ყველაფრით რასაც ტელევიზორში აჩვენებენ და მიხედავენ საკუთარ რთულ ცხოვრებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
სახალხო დამცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.