თამარ გაბუნია: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.

მისივე თქმით, დაწესებულებაში მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი. რაც შეეხება გლდანის დაწესებულების საავადმყოფოს, მისი შეფასება რეგულირების სააგენტომ განახორციელა და დასკვნა ცნობილია. ეს არის ე.წ. ცე-ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სერვისს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. ბოლო პერიოდში მოხდა ახალი აღჭურვილობის მობილიზება ინტენსიური რეანიმაციული თერაპიის განყოფილების გაძლიერებისთვის. ასევე მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები