თაკო ჩარკვიანი: სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს.
„შესაწყალებელი არაფერი აქვს. არ მინდა, მესამე პრეზიდენტი იმ მართლმსაჯულებამ გაასამართლოს, რომელსაც ვებრძოდი. მე მინდა, რეფორმირებულმა მართლმსაჯულებამ ნახოს მისი ქეისი, იქ არის ბევრი ტყუილ-მართალი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.