პაატა იმნაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო, 1% – ორჯერადად აცრილი – ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო.
„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი – პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.