პაატა იმნაძე: თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება

“თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი შეზღუდვები არ იქნება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს.

„სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება, ცუდი პროგნოზი შეიძლება, იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზღუდვები აღარ იქნება, ეკონომიკა იმუშავებს. ქვეყნებში, სადაც ბევრი ადამიანი არაა ვაქცინირებული და დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, მაგრამ ადამიანები აღარ კვდებიან. ეს დიდი განსხვავებაა“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები