ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით მეტი ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუწოდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში. მან თავის გამოსვლაში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ამ გამოწვევების გადაჭრაში ეუთო-ს როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთზე მოპოვებულ მნიშვნელოვან გამარჯვებაზე. მან ასევე გაუსვა ხაზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას.

„იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში დგამს ანექსიისკენ, დესტაბილიზაციისა და პროვოკაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და იტაცებს ადამიანებს, მოგიწოდებთ,  მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგათ იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები