თამარ გაბუნია: “მწვანე პასპორტის” მიმართულებით ვმუშაობთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “მწვანე პასპორტის“ შემოღების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

მისი განმარტებით, აღნიშნული კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მექანიზმს წარმოადგენს.

„მწვანე პასპორტის“ მიმართულებით, ბუნებრივია, მუშაობა მიმდინარეობს. კონცეფცია დამუშავებულია. „მწვანე პასპორტი“ ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის, ამის პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რათა ხელი შევუშალოთ ეპიდემიის შემდეგ გავრცელებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები