თამარ გაბუნია: ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

მისივე თქმით, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს.

„ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღევანდელი მდგომარეობით არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა ამის ასრულება, რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები