წალენჯიხის ახლადარჩეული მერი, გია ხარჩილავა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილს ავრცელებს.
”გია, ჯერ პირდაღებული ვუსმენდი თქვენს უბრწყინვალეს გამოსვლას ზუგდიდში და მერე მთელი საქართველო გააოგნეთ თქვენი ისტორიული გამარჯვებით. ვამაყობ, რომ ასეთი მაღალი კულტურის და განათლების, გამბედაობის თანამებრძოლი მყავს და, რაც მთავარია, საქართველოს ჰყავხართ. სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრებს და სულ მალე შევხვდებით ხელახლა და ჩემი სახით გყავთ ახლო მეგობარი და ძმა. გია, ყველაფერი გამოგვივა. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, – ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა.