რატი ბრეგაძე: მარცხის მიზეზი არის ის მორალური ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა

გუშინ ჩვენ ვიხილეთ არჩევნების შედეგი – 63/1, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ძალიან მკაფიო შედეგი, რომელიც მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე. შესაბამისად, ახლა საუბარი იმაზე, თითქოს ვიღაც ამ შედეგს ცნობს, ვიღაც არ ცნობს, აბსოლუტურად ზედმეტია: მოსახლეობამ თავისი სათქმელი მკაფიოდ თქვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მარცხის მიზეზი არის ის მორალური ტერორი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა.

„ისინი პირდაპირ ძალადობენ მოსახლეობაზე. ეს არის ამის შედეგი. ასევე, ჩვენ ვიხილეთ რა დამოკიდებულება აქვს ამ პოლიტიკურ ძალას ეკლესიის მიმართ, როგორ შეურაცხყოფას აყენებს იმ ინსტიტუტს, რომლის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტუციის მიერ და ყველამ კარგად ვიცით, თუ რა როლი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს ისტორიაში ქვეყნისთვის. ყველამ ერთად ვიხილეთ სააკაშვილის დიალოგი ბიძამისთან, თუ როგორ უდიერად და აგდებულად მოიხსენიებენ ქართველ ხალხს. ამ ყველაფრისთვის ქართველმა ხალხმა მათ მერამდენედ გასცა პასუხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები