შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდემოკრატიული პარტიაა

ერთი რამ უნდა გვესმოდეს, დემოკრატიული პროცესი შეძლება წარიმართოს მხოლოდ იმ ძალებთან ერთად, ვინც აღიარებს დემოკრატიას. ჩვენ რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიდემოკრატიული პარტიაა.

„მათ არ მოსწონთ დემოკრატია, რადგან დემოკრატიაში ხალხი ირჩევს და ხალხის არჩევანი ვინაიდან არ ემთხვევა მათ შინაგან არჩევანსა და გემოვნებას, ამიტომ არ მოსწონთ დემოკრატია. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პრაქტიკულად არის ანტიდემოკრატიული პარტია, მათ თავად გამიჯნეს თავი დემოკრატიული პროცესიდან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები