შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი აქტუალური აღარ იქნება არჩევნების შემდეგ

ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილი აქტუალური აღარ იქნება არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„არჩევნებმა უკვე ჩაიარა და ვეღარ გამოიყენებენ ამას, როგორც პოლიტიკურ საკითხს. ეს არის სამართლებრივი საკითხი და შესაბამისად, სამართლებრივად ექნება რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან, იქნება ეს იუსტიციის სამინისტრო თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება. მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს ორი დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. მან შეუკვეთა ვალერი გელაშვილის ცემა და ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ეს სამართლებრივი განზომილებაა მხოლოდ და ასეც უნდა დარჩეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები