ელისო ბოლქვაძე იუნესკო-ს მშვიდობის ელჩების სამიტს ესწრება
კულტური კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, პარიზში, იუნესკო-ს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩების სამიტს ესწრება.
„იუნესკო-ს საერთაშორისო ელჩების ასაბლეაზე განიხილეს იუნესკო-ს შემდეგი 8 წლის სტრატეგია; ხელოვნების როლი საზოგადოების განვითარებაში; კლიმატური ცვლილებები და ბუნების დაცვა. ისაუბრეს სოციალურ და ჰუმანიტარულ ინიციატივებზე, იუნესკო-ს ღირებულებებსა და საქართველოს, როგორც იუნესკოს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყანის, ჩართულობაზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.