ზურაბ ქადაგიძე: როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე “ნაცმოძრაობისგან” ჰუმანური ძალა არ გამოვა

„ისეთ ისტერიაში არიან გადავარდნილები, რომ პირდაპირ წყევლა-გინებაზე გადავიდნენ და ყველაფერი აკადრეს ხალხს…“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე 27 ოქტომბრის აქციაზე, ოპოზიციონერების მიერ სოციალურ ქსელში გამოხმაურებას, სადაც ნიკა გვარამია, მიშა მშვილდაძე, გიორგი არველაძე და გიგი უგულავა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ.
„აბა, დემოკრატია, ნების თავისუფლება და დიდი შერიგებაო???
როგორც ყველაფრისგან სალამური არ გამოითლება, ისე ,,ნაცმოძრაობისგან,, ჰუმანური ძალა არ გამოვა!
ისეთ ისტერიაში არიან გადავარდნილები, რომ პირდაპირ წყევლა-გინებაზე გადავიდნენ და ყველაფერი აკადრეს ხალხს…
სამწუხაროდ საქართველოში ოპოზიციის სახეს წარმოადგენს ეს ნაგავი, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია…“, – წერს ქადაგიძე Facebook- ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები