ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: დაჯდა და ჩამოწერა, ციფრები, აი ზუსტად ისე როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი IPSOS Global წინასაარჩევნო კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ტელეკომპანია ,,მთავარმა” გაავრცელა.

ნიკოლეიშვილი  ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიამ კვლევაში ის ციფრები ჩაწერა, რასაც “ტკბილ სიზმარში ისურვებდა”.

“ჭკუიდან შეიშალა და გაგიჟდა სრულიად პარტ-ტელევიზიები და მათი გაერთიანების დირექტორი ნიკა გვარამია: უბრალო საქმე ხომ არაა ამდენი ხალხის ხილვა აქციაზე, აქცია, რომელმაც მარტივი რამ თქვა-არანაცმოძრაობას, შეიკრიბნენ, ლიდერებს მოუსმინეს და წყნარად დაიშალნენ-რა ხდება, ხოლმე ნაცების აქციებზე? შლეგი, დუჟმორეული, გადარეული, მოყვირალი, ერთმანეთის, ქვეყნისა და კაცთმოძულე გამომსვლელები, რომლებიც სახელმწიფოს გადატრიალებით და დაქცევით იმუქრებიან…დღეს კი ყველა „ქართული ოცნების“ ლიდერის გამოსვლა ძალიან ღირსეული და საქმიანი იყო, ხალხსაც რაღაცნაირი სიმშვიდე და ღირსება ეწერათ, სახეზე…

ამ ყველაფრის ატანა, როგორია ნაცების ვიცე-ბიო-ბელადისათვის, თვითგატაცებულის, ტუსაღი პრეზიდენტის, უფლება დამცველისთვის ნიკა გვარამიასთვის როგორია? რა არ გაუკეთებია პირდაპირ ეთერში სიხლი დალეული აქვს, წიწაკა ნაჭამი აქვს, ფქვილი შეიფრქვია, პერანგი გაიხადა, აიცრა, დაიცრა, ახლა რა ქნას? ხო და ადგა IPSOS კვლევებს აქვეყნებს, და რა თქმა უნდა ამ კვლევებით ნაცები იგებენ, ვაი რა დღეშია, ხოლმე საქართველო, გვარამიას რომ უსმენს?! დაჯდა და ჩამოწერა, ციფრები, აი ზუსტად ისე როგორც ისურვებდა, მის ტკბილ სიზმარში- დაჯდა გვარამია და გაიქარვა დღევანდელი აქციით მიღებული ვარამი…”, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები