თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: 150 000 – ზე მეტი ადამიანი იდგა დღეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდ ნიკა!

გაიაზრეთ – დღევანდელი დღე იყო ხალხის პასუხი იმაზე, რომ თქვენი დრო წავიდა, –  ასე მიმართავს იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას.

მისი თქმით, ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა.

“150 000 ზე მეტი ადამიანი იდგა დღეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდ ნიკა!
მესმის, შეგშალა და წაგშალა ამდენი ადამიანის ჩუმად ნათქვამმა არამ იმ ძალის მიმართ, რომელსაც მილიონებთან ერთად უამრავ ძალისხმევას ახმართ და ვერა და ვერ ახდენთ მის პოლიტიკურ რეინკარნაციას.

გაიაზრეთ – დღევანდელი დღე იყო ხალხის პასუხი იმაზე, რომ თქვენი დრო წავიდა!
დიახ, იმ ხალხის პასუხი შენ, რომ ბიომასას უწოდებ!
ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა!

ამ აზრობრივ ერთობას უკეთესი საქართველოს იმედი ქვია და ეთერში რა ინფორმაციაც არ უნდა გაახმოვანო სულ რომ სააკაშვილი დაისვა ვერაფრით გადაფარავ.
სააკაშვილი ციხეშია და მესმის მისი ლაივ დამოძღვრა ძალიან დააკლდა შენს არხს. ახლა წინასაარჩევნო კვლევებს გვთავაზობ IPSOS Global-ისგან. ნეტა რა ციფრზე დასვით ქართული ოცნება?!

2020 წლის არჩევნებზე ” ქართულ ოცნებას” IPSOS Global ისგან 34% ერგო.
სინამდვილეში 2020 არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” 48,22 % აიღო. დამეთანხმე, სერიოზული ცდომილება ჰქონდათ თუმცა მათი მონაცემი შენ და სააკაშვილს ყველაზე მეტად გაწყობდათ.
ვფიქრობ IPSOS Global ი დღეს შენი ისტერიული ფონის მოსახსნელად შენთვის სასურველ ციფრს დასვამს ხოდა ნერვებს თუ ასე მაინც იმშვიდებ გაერთე და ითამაშე შენივე სტუდიაში
ჩვენ რა…”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები