სააკაშვილი ციხის უფროსს მიმართავს – “მომეცეს ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა”

“ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებებზე”, – ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რითაც მე-12 პენიტენციური დაწესებულების უფროსს, ზურაბ მოდებაძეს მიმართავს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის წერილი საზოგადოებას სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.

“მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროს ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება –
ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები