პაატა იმნაძე: აცრა უკვდავების წყარო არ არის, მაგრამ იღუპება აუცრელი ადამიანი

“აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება, დაგემართოს, მაგრამ იღუპება აუცრელი ადამიანი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, კორონავირუსის რომელი შტამი დაემართება.

„აცრილსაც და გადატანილსაც შეიძლება, დაემართოს კორონავირუსი. აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება, დაგემართოს, მაგრამ მთავარია, ვინ იღუპება, იღუპება აუცრელი ადამიანი. ადამიანს ვირუსი როცა ემართება, იქ დიდი განსხვავება არ არის, რომელი კორონა დაემართება. ამას ეპიდემიოლოგებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან დელტა შტამი გაცილებით უფრო გადამდებია“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები