ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
“მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.
ჩხოროწყუ კულტურის სფეროში ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია, რომელსაც ჰყავს სერტიფიცირებული ანსამბლი ,,ჩხოროწყუ”, ასევე, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, ბავშვთა ბენდი და სახალხო თეატრი.

ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.

კულტურის სახლის რეაბილიტაციას სახელმწიფო 4 601 202 ლარით აფინანსებს.
სამუშაოებს კომპანია შპს “აი-ქეი-ბი” ასრულებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები