ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არ მონაწილეობს არანაირი სახით, არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მოგეხსენებათ, წასული არის პოლიტიკიდან, უკვე თვეებია, არ მონაწილეობს არანაირი სახით, არანაირი ფორმით ქართული პოლიტიკის ცხოვრებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიემინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა კითხვაზე, რატომ არ დაესწრება ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების” მიერ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას.
„შესაბამისად, პასუხი არის ძალიან მარტივი და ნუ ცდილობთ რაღაც სკანდალის შექმნას”, – განაცხადა პრემიერმა.