ირაკლი ლატარია – „ნაცმოძრაობაზე“: წელიწადში მინიმუმ 150 ახალგაზრდა ბიჭს კლავდნენ, დღეში მინიმუმ ორი პატიმარი გამოჰყავდათ მოკლული – გამოდის, რომ 2012 წლიდან დღემდე, სულ მცირე, 7900 ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა

ირაკლი ლატარია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გაუმართლებელია 2012 წლამდე არსებული და ახლანდელი მმართველობის ერთმანეთთან შედარება.

„წელიწადში მინიმუმ 150 ახალგაზრდა ბიჭს კლავდნენ… დღეში, მინიმუმ, ორი პატიმარი გამოჰყავდათ მოკლული… მხოლოდ ეს ფაქტი რომ ავიღოთ და დავიანგარიშოთ, გამოდის, რომ 2012 წლიდან დღემდე, მინიმუმ, 7900 ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა. ეს არის მინიმუმ 20 ათასი გაბედნიერებული ადამიანი. ახლა გამოდით და მითხარით, რომ წინა და ახლანდელი ხელისუფლება არიან ერთნაირნი. თქვენი უსისხლო დედა ვატირე მე, ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი რამდენს ნიშნავს, ნეტავ ამაზე ოდესმე გიფიქრიათ? პლიუს ამ ყველაფერს, 300 ათასი უკანონო პატიმარი, გამოდის მინიმუმ 1 მილიონი გამწარებული ადამიანი“, – წერს ირაკლი ლატარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები