ივანე ჩხაიძე: ვფიქრობთ, შესაძლებელია, ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ – გარკვეულ ჯგუფებში

“თუ ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს და მაღალი დარჩება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, ვფიქრობთ, შესაძლებელია, ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ – გარკვეულ ჯგუფებში”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„15 ოქტომბერს დაწყებული ვაქცინაციის მარათონი უმნიშვნელოვანესი პროცესია. ეს მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის სიახლეა. ის გულისხმობს ყველა სოფელში ჩასვლას, მოსახლეობასთან კომუნიკაციას, ხელმისაწვდომობის გაზრდას, ვინაიდან იქვეა ჩასული იმუნიზაციის ბრიგადები, იქვე შეგვიძლია ყველა მსურველის აცრა. იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოსთვის, ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ვაქცინაციის პროცენტი გაცილებით მაღალი იქნება. თუ ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს და მაღალი დარჩება ინფიცირების მაჩვენებელი, ვფიქრობთ, შესაძლებელია, ქვეყანამ აირჩიოს სავალდებულო ვაქცინაციის გზა, ოღონდ – გარკვეულ ჯგუფებში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს გახდეს სავალდებულო ყველასთვის. ძალიან ბევრი ქვეყანა ირჩევს ამ გზას – ეს შეიძლება იყოს სამედიცინო პერსონალი, საბიუჯეტო დაწესებულებებში მომუშავეები, მასწავლებლები, ესაა ის ხალხი, ვისაც მეტი კომუნიკაცია აქვს გარშემომყოფებთან“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები