ირაკლი კობახიძე: მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ
მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მედიას განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილთან მიმართებაში პრივილეგიებზე საუბარი საფუძველსაა მოკლებული.
„საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები და ამ სტანდარტის ფარგლებში იქნება სათანადო მოპყრობა. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არცერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მძიმე დანაშაულები აქვს ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე. ამიტომ კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი საფუძველს არის მოკლებული“, – აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.