გორის მერია: ბერშუეთში წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.
გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას’ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % – ს გადაიხდის, დანარჩენი თანხა კი ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა, დახმარების მიზნით, ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო შეუწყდათ.
ცნობისთვის, 230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტროენერგიის დავალიანებამ 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა.
სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები