კობახიძე – სააკაშვილზე: ყველაფერში „ფეიკია“, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც

მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში „ფეიკია“, შიმშილობაშიც „ფეიკია“, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ჩანს, თუ როგორ დგამს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

„სააკაშვილი ყველაფერში არის ე.წ. ფეიკი და, გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს უნდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა და აღიკვეთება ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე. ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია. ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები