პრემიერმინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ჩხოროწყუში მერობის კანდიდატსა და შტაბის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება.

რიგით მეორე შეხვედრა ჩხოროწყუში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დათო გოგუასთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებთან გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში  – გიორგი გუგუჩია და ჩხოროწყუს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – კობა ჯიქია.

დღესვე, შეხვედრები გაიმართება წალენჯიხასა და ზუგდიდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები