პრემიერმინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარტვილში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს ხვდებიან

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე მარტვილში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – გიორგი გუგუჩია და მარტვილის მოქმედი მერი – ალექსანდრე გრიგალავა.

დღესვე, შეხვედრები გაიმართება ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები