ბათუმში დაჭრილი მამაკაცი მეტადონის პროგრამაშია – მომხდარის ახალი დეტალები

ბათუმში ნარკოლოგიურის შენობასთან მომხდარ, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი მეტადონის პროგრამაშია ჩართული.

თვითმხილველების თქმით, მათ გასროლის ხმა 5-ჯერ გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

“5 გასროლა იყო ზედიზედ, 2 – ცოტა ინტერვალით. ეს არის უეჭველი ცეცხლსასროლი იარაღით, თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. ვნახე, დაგდებული იყო კაცი, ჯერ კიდევ ნარკოლოგიურის ექიმები არ იყვნენ ჩამოსული ქვევით, მხოლოდ 3 კაცი რაღაცას ხლაფორთობდა, რა გავაკეთოთო და ა.შ. მგონი, ბარძაყში იყო დაჭრილი.
ზევით ამბობდნენ ექიმები, რომ შავი მანქანით იყო შენიღბული ადამიანიო,” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, პირმა, რომელმაც 50 წლამდე კაცი დაჭრა, მიმალვა მოასწრო.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები