2021 წლის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიაში შემოსულ მცენარეულ ნიმუშებზე 1200 კვლევა ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში მცენარეული ნიმუშების გამოკვლევები ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიაში შესაძლებელია მცენარეული ნიმუშის:
• ბაქტერიოლოგიური გამოცდა,
• ვირუსოლოგიური გამოცდა,
• მიკოლოგიური გამოცდა,
• ენტომოლოგიური და აკაროლოგიური გამოცდა.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისოდ აკრედიტებულია, ლაბორატორიის პერსონალის უსაფრთხოებისათვის კი, მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები