ონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ ონის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლაში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
„სოფელ გლოლაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ი/მ ფ. ორდინიძე ახორციელებს.
ღირებულება : 11640 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები