“ერთი მსახიობი სოფლად” – პროექტის ფარგლებში, რუსთაველის თეატრის მსახიობი – ია სუხიტაშვილი მცხეთაში ადგილობრივებს შეხვდა

“ერთი მსახიობი სოფლად”- პროექტის ფარგლებში, 18 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის, ნავაზის ოთარ ჭილაძის სახელობის ბიბლიოთეკაში, 19 ოქტომბერს კი ლადო ასათიანის სახელობის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა “მშვიდობით მოველ”, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობ ია სუხიტაშვილთან გაიმართა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
მათი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში თეატრალური განვითარებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით რუსთაველის ეროვნული თეატრი თეატრალურ პროექტებს რეგიონებში სისტემატურად ახორციელოებს .
“შეხვედრის დასასრულ, მსახიობმა რუსთაველის ეროვნული თეატრის სახელით, ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცა წიგნები თეატრის შესახებ.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები