არჩილ ჩიქოვანი: მეგის ქარდავას მოადგილე არასოდეს ვყოფილვარ

,,ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის განცხადებით, იგი არასდროს ყოფილა “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას მოადგილე და “ნაცმოძრაობის” ეს ბრალდება მისთვის სასაცილოა, რადგან სწორედ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის რეჟიმის სახეა მსჯავრდებული მეგის ქარდავა.

“მინდა, ხაზგასზმით აღვნიშნო იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არცერთი დღე, არცერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება “ნაციონალური მოძრაობისა” და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები