თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯამურად, რეაბილიტირდება 942 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 511 137 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გერალი,, ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები