წალკაში ვაქცინაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ვაქცინაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას წალკის მერია ავრცელებს.
“ერთიანი ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსმა – გიორგი ჩახუნაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან – მანანა მირაშვილთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორებსა და ა.ა.ი.პ. – ების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს ვაქცინაციის მარათონის შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკის მუნიციპალიტეტის მერი – ილია საბაძე და მერის მოადგილე – ფეოხარ პარასკევოვი.

ვაქცინაციის მარათონი სტარტს 21 ოქტომბერს აიღებს და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. მარათონის ფარგლებში, მარაგში იქნება: „ფაიზერი“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“-ის ვაქცინა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები