ანა დოლიძე: ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი ჩემს მძღოლს თავს დაესხა
“გუშინ საღამოს ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს, ასაკოვან, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც – სურსათით ხელში – მანქანასთან ბრუნდებოდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„ერთადერთი, რამაც თავდამსხმელები გააჩერა, გამვლელი მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ეს ბიჭები შეაჩერეს. მძღოლმა თავისა და მუცლის არეში მიიღო დაზიანებები. გამოძიება დაიწყო და როგორც მძღოლის ფიზიკური გამოკვლევა, ისე, ავტომობილის ექსპერტიზა მიმდინარეობს. ველოდები სამართლიანობას ამ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ არცერთმა მშვიდობიანმა მოქალაქემ არ უნდა გამოყოს გარეთ ცხვირი, რადგან ეს ქუჩის ბანდები თარეშობენ. ეს არ არის ჩემს გუნდზე თავდასხმის პირველი შემთხვევა“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.