უხვმა ნალექმა სუფსაში კვლავ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის შედეგად სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კვლავ პრობლემები შეიქმნა. დაზიანდა შიდა მიმოსვლის გზები. მეწყერი ჩამოწვა სოფელ არჩეულში. ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა.

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები.

ადგილზე დილიდან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები.

შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები