პაატა იმნაძე: ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, საქართველოში საგანგაშო ვითარებაა.

მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენია აცრილი.

“ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა. ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად იმიტომ, რომ მესამედია დაახლოებით აცრილი. შესაბამისად, არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები