ვაქცინაციის მარათონს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.

მარათონს შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტიც, რომლის ფარგლებში, ქალაქ ვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ, „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები გაიკეთონ. აცრებს ვალის „ჯანმრთელობის სახლში“, „ევექსის – ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის” მედიკოსები აკეთებენ.

ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – რუბენ კარაპეტიანი გაეცნენ.

ვალის „ჯანმრთელობის სახლში“ ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები