ეპიდემიოლოგი: ამ ტემპით თუ გაგრძელდა იმუნიზაციის პროცესი, გარდაუვალი იქნება სავალალო მდგომარეობა

ქვეყანაში ეპიდვითარება გართულებულია, გაზრდილია ყველა მაჩვენებელი, – ამის შესახებ ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ რეგულაციების პირნათლად შესრულებით და ვაქცინაციის პროცესში მაღალი ჩართულობით არის შესაძლებელი.

“ამ ტემპით თუ გაგრძელდა იმუნიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება სავალალო მდგომარეობა და ძალიან რთული ზამთრის თვეები გვექნება. უკვე გადატვირთულია სამედიცინო სექტორიც და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, ვინაიდან თუ არ შემცირდა ახლადინფიცირებულთა რიცხვი, რა თქმა უნდა, სექტორზე დატვირთვა მეტი იქნება,” – აცხადებს ნათია გორდაძე “რუსთავი ორთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები