დმანისის მერიაში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგმა – დავით ჩახუნაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელ ნინო ონანაშვილთან ერთად, ექიმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვაქცინაციის მარათონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვაქცინაციის მარათონი სტარტს ქალაქ დმანისში აიღებს. მარათონის ფარგლებში, „ფაიზერის”, „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ვაქცინებით, მოსახლეობას ადგილობრივი მედიკოსები აცრიან. მანამდე კი, მედიკოსები მერის წარმომადგენლებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან და რეგისტრაციის პროცესშიც დაეხმარებიან.

შეხვედრას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგ დავით ჩახუნაშვილთან ერთად, მერის პირველი მოადგილე – ბადრი სუბარი უძღვებოდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები