ეკატერინე ტიკარაძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა პაციენტების ნაკადების მართვა მოხდეს იმდენად ეფექტურად, რომ თავიდან ავირიდოთ რადიკალური გადაწყვეტილებები
“ამ დროისთვის კლინიკურ სექტორში პაციენტების ნაკადის უმნიშვნელო მატებაა, რაც გამოწვეულია იმ ძირითადი ვაქცინირებულების რაოდენობით, რომლებიც ამ დრომდე აიცრნენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტების ნაკადების ეფექტურად მართვისთვის ჯანდაცვის სექტორი მაქსიმუმს გააკეთებს.
„ამის მიუხედევად, მზაობა მაღალია. ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას კლინიკურ სექტორთან. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ საველე ჰოსპიტალი არ დაგვჭირდეს. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა პაციენტების ნაკადების მართვა მოხდეს იმდენად ეფექტურად, რომ თავიდან ავირიდოთ რადიკალური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.