კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კახეთში გამოვლინდა – ეპიდვითარება რეგიონებში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 „პისიარ“ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.07%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 374 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 614 855. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 474, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 132, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 220, კახეთი – 396, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 293.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 107, იმერეთში – 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 26, იმერეთში – 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 – თბილისში, 253 – აჭარაში. 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 258 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 836 ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.