როგორია აცრილთა სტატისტიკა საქართველოში – ბოლო 24 საათის მონაცემები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2260-მა ადამიანმა გაიკეთა.
მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.