ამირან გამყრელიძე: წავიდეთ და ავიცრათ, სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.

გამყრელიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გახლავთ ის რომ გავითავისოთ – სერიოზულად უარესდება ეპიდსიტუაცია. ყველამ გამოვიყენოთ პირბადე, ეს ხომ უმარტივესად შესასრულებელია რეკომენდაციაა. მეორე – დავიცვათ დისტანცია და დიდ თავშეყრებს თავი ავარიდოთ.

წავიდეთ და ავიცრათ – ერთმანეთისთვის, ქვეყნისთვის ავიცრათ, სხვანაირად მძიმე ნოემბერი გვექნება”,- აღნიშნა გამყრელიძემ “რუსთავი ორთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები