მიხეილ სარჯველაძე: ევროპარლამენტარი გლუკსმანი ცდილობს სააკაშვილზე მოიფიქროს არგუმენტები და შექმნას ილუზია, რომ მიუკერძოებელია

რაფაელ გლუკსმანს გაუჭირდება მოქალაქეებს შეუქმნას განცდა, რომ ის მიუკერძოებელი ადამიანია და ასეთივე დასკვნებს აკეთებს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარია და ექსპრეზიდენტის მთავრობაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო. „გარდა იმისა, რომ რაფაელ გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობებზე მუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა ხელისუფლებისგან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო.

შესაბამისად ამ ფონზე, რა თქმა უნდა გაუჭირდება მოქალაქეებს შეუქმნას განცდა, რომ ის მიუკერძოებელი ადამიანია და ასეთივე დასკვნებს აკეთებს. ამ ფონზე ცდილობს მიხეილ სააკაშვილზე მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც შექმნის იმის ილუზიას და სიმულაციას, რომ თითქოს მიუკერძოებელია. რა თქმა უნდა ის ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტარია, თუმცა მიკერძოებული ევროპარლამენტარი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები