პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი სამი ფაქტიგამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი  ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰაზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივიმცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე ნინო წურწუმიას მიწის ნაკვეთი ფართობით 9086 კვ., რევაზ კაკულიას მიწის ნაკვეთი ფართობით 8800 კვ. და სოფელ გურიფულში მდებარე რომანოზ ცხადაიას მიწის ნაკვეთები ფართობით 4901 კვ..

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვისეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებას თანთანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათმიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივგადაწყვეტილებას.

საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დააღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვადაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისშედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების, ლევან ნემსწვერიძისდა ნაირა ბერაძის მიმართ მიღებული იქნაგადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო დასასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალიმტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზისსაფუძველზე გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმედანაშაულის ჩადენის ფაქტი.

2007 წლის 7 მარტის ცაგერის რაიონული სასამართლოსგანაჩენით, ლევან ნემსწვერიძე ცნობილ იქნა დამნაშავედსისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლის მეორენაწილისდადა მესამე მაწილისქვეპუნქტებითდა სსკის 55- მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელივადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრაჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და სახელმწიფო სამსახურშითანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლისვადით. ამავე განაჩენით, ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილინაირა ბერაძე, სსკის 332- მუხლის პირველი ნაწილით დასსკის 182- მუხლის მეორე ნაწილისდადა მესამემაწილისქვეპუნქტებით და საბოლოო სასჯელის სახედდა ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისვადით რაც ჩაეთვალა პირობითად 5 წლის გამოსაცდელივადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრაჯარიმა 5000 ლარი და თანამდებობის დაკავების უფლებისჩამორთმევა 3 წლის ვადით. კერძოდ, ცაგერის გამგეობასა და შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ დირექტორს, ლევან ნემსწვერიძეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციას“ უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომლის სანაცვლოდაც მას ჩაერიცხა 69 523 ლარი, გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი შესრულებული იყო 34 494 ლარის სამუშაოები. აღნიშნულის გამო, ლევან ნემსწვერიძეს წარედგინა ბრალდება 35 029 ლარის მითვისებაში, ხოლო ცაგერის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ნაირა ბერაძეს წარედგინა ბრალდება ამავე თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ხელაახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებულიმტკიცებულებებითა და ჩატარებული კომისიური საიჟინრო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება აღემატებოდა ცაგერის გამგეობისგან მიღებულ თანხას და შეადგენდა 71 307 ლარს. ასევე დადასტურდა, რომ გამოძიება წარიმართატენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტებისდადგენა. შესაბამისად გამოირიცხა ლევან ნემსწვერიძისა და ნაირა ბერაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილიმსჯავრდებულების მიმართ პროკურატურის მიერგამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულებისუფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოსახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენისგადასინჯვის შუამდგომლობებით.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნაცნობილი 433 პირი, რომელთაგან 309 პირს პროკურატურისშემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსმიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშიადაახლოებით 59 540 000 ლარის ღირებულების უძრავი დამოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენისგადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 108 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეისმდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 89 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები