“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიას უღალატა, ირანი აგრესიას აგრესიით უპასუხებს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიას უღალატა, ირანი აგრესიას აგრესიით უპასუხებს”, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
“ჩვენ გადავდგით ნაბიჯი მოლაპარაკებებისკენ, სწორედ ამ დროს თეირანი დაიბომბა”, – აღნიშნა მინისტრმა.