ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის კომპლექსი შენდება

ზუგდიდში, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით რაგბის კომპლექსი შენდება. ზუგდიდის სარაგბო ბაზა დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს.

რაგბის კომპლექსს ექნება, როგორც ბუნებრივსაფარიანი, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედანი. სტადიონი საერთო ჯამში გათვლილია 5000-ზე მეტი მაყურებლისთვის.

ზუგდიდში სამშენებლო სამუშაოებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გაეცნენ.

ზუგდიდის რაგბის სტადიონი იქნება მეორე სარაგბო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „ქართუმ“ ზუგდიდამდე სარაგბო კომპლექსი ფოთში ააშენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები