რუსთავის მე-17 ციხეში, სადაც ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა, ომბუდსმენი მივიდა

რუსთავის ციხის მე-17 დაწესებულებაში, სადაც გუშინ ხანძარს 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვითარების ადგილზე გასაცნობად სახალხო დამცველი მივიდა.

„ხანძარი დაიწყო სასადილოში, სადილის შემდეგ იმყოფებოდა ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს, არის ორი გარდაცვლილი, რომლებიც გუშინ სასწრაფომ წაიყვანა. სასადილო არის მოშორებით პატიმრებისაგან, ამიტომ, გავესაუბრები, რამდენად იგრძნობოდა მათთვის საფრთხე და იყო თუ არა საჭირო ევაკუაცია შექმნილ ვითარებაში. პატიმრების ნაწილი აცხადებს, რომ არ არსებობდა ასეთი საფრთხე, ამიტომ, თვითონაც გავესაუბრები პატიმრებს და გეტყვით, როგორია მდგომარეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილისა და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, 14 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები