შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

გიორგი მურადაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, დაშავებული კლინიკა „გორმედიდან“ რეანომობილით თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ჯერარსში“ გადაჰყავდათ. პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი – მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მიხეილ ვანიშვილი 9 ოქტომბერს კლინიკაში დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული, გიორგი ცერაძე ამ დრომდე სტაციონარში რჩება.

„გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანლის ინფორმაციით, პაციენტს ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუატარდა, დადებითი დინამიკა შეინიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები